воскресенье, 11 сентября 2011 г.


პროექტის სახელწოდება:  ” ქუჩის ანგელოზები"
პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეებს ვუჩვენებ ფილმის ნაწყვეტს “ გაღმა ნაპირი” , სადაც აღწერილია გმირისა და მისი მეგობრის მიერ ზამთრის ერთი სუსხიანი ღამის გატანის ეპიზოდი. შემდგომ ვკითხულობთ იგივე ნაწარმოების ამ კონკრეტულ ადგილს და მოსწავლეები ღრმად იხედებიან პერსონაჟების შინაგან  სამყაროში, ეცნობიან მათ ინტერესთა სფეროს, ოცნებათა პრიმიტიულ სამყაროს, ყოველდღიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების გზებსა და საშუალებებს.
მოსწავლეები დაინტერესდნენ შეთავაზებული თემით და გადაწყვიტეს, ემუშავათ ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და შესაძლო გადაჭრის გზებზე. მათი ინიციატივით პროექტის სახელწოდებაც  დაიბადა  – “ქუჩის ანგელოზები”. მოსწავლეთა განმარტებით, რატომ “ანგელოზები”? მათ ძირითად მიზეზად დაასახელეს ის, რომ უფალი ყველაზე მეტად მფარველობს უპატრონო და მიუსაფარ ბავშვებს, ბავშვი კი ხომ თავად ანგელოზია.
პროექტის აქტუალობა:
ეს სასწავლო პროექტი ატუალურია, რადგან მოსწავლეები შეიძენენ ტოლერანტულ თვისებებს, დაზღვეულნი იქნებიან ზერელე ემპათიისაგან და გამოუმუშავდებათ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავების უნარ–ჩვევები.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები დაეუფლებიან სხვისი ტკივილის გაზიარების, დახმარებისა და თანადგომის გაწევის უნარს.  ამასთან ჩამოუყალიბდებათ სწორი დამოკიდებულება ნებისმიერი სოციალური ფენის ადამიანებისადმი.
მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი
ვადები / ხანგრძლივობა: 2 თვე
მოსალოდნელი შედეგები  / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
 კედლის გაზეთი, ფოტო გალერეა, ფილმი.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფურცლები, საწერკალმები, დიქტოფონი, ვიდეო და ფოტო კამერა, პროექტორი, კომპაქტ დისკი, კომპიუტერი, ინტერნეტი, სტენდი, წებო, ჭიკარტები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პროექტის სახელწოდების შერჩევის შემდეგ დაფაზე ჩამოიწერა რამდენიმე ძირითადი კითხვა:
1)      რას ფიქრობენ და როგორ უყურებენ ცხოვრებას პატარა “მაწანწალები”?
2)      რა სახის ღონისძიებებს ატარებს ხელისუფლება საზოგადოებასთან  მათი ინტეგრირებისათვის?
3)      როგორ მივიტანოთ საზოგადოებამდე “ქუჩის ანგელოზთა” ტკივილი?
სამი სამუშაო პრობლემის წამოწევის შემდეგ კლასი გაიყო 3 ჯგუფად (5–5) და მათზე მოხდა ჩასატარებელი სამუშაოების მიხედვით ფუნქციების გადანაწილება :

ა) პირველ ჯგუფს დევალა ინტერვიუს ჩაწერა მათთვის საინტერესო რამდენიმე რესპოდენტთან წინასწარ შემუშავებული კითხვარით. დამუშავებული და რედაქტირებული მასალის პრეზენტაცის  გაკეთბა  სლაიდ–შოუს სახით.

ბ) მეორე ჯგუფს დაევალა ტერიტორიულად რაიონთან ახლოს მდებარე მიუსაფარ და უპატრონო ბავშვთა სახლში ვიზიტი. შესწავლა იქ მათთვის შექმნილი სოციალური პირობებისა,  განათლებისა და სრულწლოვანების მიღწევის შემდგომი დასაქმების პერსპექტივის რეალური ფონის გამოკვლევა, კრიმინალური საშიშროების პრევენციული ღონისძიებებისა და საზოგადობასთან ურთიერთობის ჩართულობის აღწერა. პრობლემის დამუშავება და წარდგენა დაევალათ ფილმის  სახით.

გ) მესამე ჯგუფს დაევალა “ქუჩის ანგელოზთა” ყოფა–ცხოვრების ამსახველი ფოტო გამოფენის მოწყობა. მასალის მოძიება შეუძლიათ ინტერნეტში, მხატვრული ფილმებიდან გაკთებული ფოტო კოლაჟითა და  სკოლის მოსწავლეთა მიერ შექმნილი  საუკეთესო ნახატებით.

 პროექტში ჩართულ მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას შეაჯერონ მოპოვებული ინფორმაციები და მოამზადონ პროექტის  პრეზენტაცია.
საგანთან / საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი :
ი.ს.ტ.,  ქართული ენა და ლიტერატურა
პროექტის   ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ინგა ხვიჩია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
www.xvichiainga@gmail.com
პროექტის ვებ.გვერდი:                                                                                                                                            

Комментариев нет:

Отправить комментарий